Sunday, 11 November 2018
კურსის რეფლექსია
13.10.18. 11.11.18.
გავიარე ინტელის საგანმანათლებლო კურსი, პროექტებით სწავლება ისტ-ის გამოყენებით.
გავეცანი და შევისწავლე როგორ დავგეგმო და გამოვიყენო პროექტი, რათა გავზარდო სასწალო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. როგორ დაეხმარება პროექტები მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ვისწავლეთ word -ში ფლაიერის და ბუკლეტის შექმნა, რომელსაც გამოვიყენებ და გამოვაყენებინებ მოსწავლეებს პროექტებით სწავლების დროს. გავეცანით და განვიხილეთ საავტორო უფლებების გამოყენების წესები, შევქმენით ბიბლიოგრაფია, გავეცანი ინტერნეტრესურსებს, რომელსაც გამოვიყენებ კვლევაში. დაწვრილებით გავიარეთ ყველა რესურსი, რომელიც Intel Education Viewer არის მოცემული.
ტრენინგის ყოველი დღე იყო აქტიური და საინტერესო. რისთვისაც დიდი მადლობა ტრენერს ნათია ცინცაძეს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment