Sunday, 11 November 2018
კურსის რეფლექსია
13.10.18. 11.11.18.
გავიარე ინტელის საგანმანათლებლო კურსი, პროექტებით სწავლება ისტ-ის გამოყენებით.
გავეცანი და შევისწავლე როგორ დავგეგმო და გამოვიყენო პროექტი, რათა გავზარდო სასწალო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. როგორ დაეხმარება პროექტები მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ვისწავლეთ word -ში ფლაიერის და ბუკლეტის შექმნა, რომელსაც გამოვიყენებ და გამოვაყენებინებ მოსწავლეებს პროექტებით სწავლების დროს. გავეცანით და განვიხილეთ საავტორო უფლებების გამოყენების წესები, შევქმენით ბიბლიოგრაფია, გავეცანი ინტერნეტრესურსებს, რომელსაც გამოვიყენებ კვლევაში. დაწვრილებით გავიარეთ ყველა რესურსი, რომელიც Intel Education Viewer არის მოცემული.
ტრენინგის ყოველი დღე იყო აქტიური და საინტერესო. რისთვისაც დიდი მადლობა ტრენერს ნათია ცინცაძეს.
Saturday, 10 November 2018
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგის მერვე დღეს გავეცანით და შევიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები.როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში. როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
Sunday, 4 November 2018
ტრენინგის მე-7 დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები, 21-ე საუკუნის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის პროექტზე მუშაობისას. ამ რუბრიკების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი თავის შეფასებას, რაც დამეხმარება პროექტის ეფექტურად წარმართვაში.
Saturday, 3 November 2018
ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღე პრაქტიკულად დატვირთული იყო. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც დამეხმარება, სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაზე. ავტვირთედ და ჩავაშენეთ ბლოგში. Poverpoint-ში შევქმენით ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია.
Subscribe to:
Posts (Atom)