Sunday, 11 November 2018

კურსის რეფლექსია


13.10.18.    11.11.18.
   გავიარე  ინტელის საგანმანათლებლო კურსი, პროექტებით  სწავლება ისტ-ის გამოყენებით.
 გავეცანი  და  შევისწავლე  როგორ დავგეგმო და გამოვიყენო პროექტი, რათა  გავზარდო  სასწალო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.  როგორ დაეხმარება პროექტები მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ვისწავლეთ word -ში  ფლაიერის და  ბუკლეტის შექმნა, რომელსაც გამოვიყენებ  და გამოვაყენებინებ მოსწავლეებს პროექტებით სწავლების დროს. გავეცანით და განვიხილეთ  საავტორო უფლებების გამოყენების წესები, შევქმენით ბიბლიოგრაფია, გავეცანი ინტერნეტრესურსებს, რომელსაც გამოვიყენებ კვლევაში.  დაწვრილებით გავიარეთ ყველა რესურსი,  რომელიც Intel Education Viewer  არის  მოცემული.
  ტრენინგის ყოველი დღე  იყო  აქტიური და საინტერესო. რისთვისაც დიდი მადლობა  ტრენერს ნათია ცინცაძეს.

Saturday, 10 November 2018

მერვე დღის რეფლექსია

     ტრენინგის მერვე დღეს გავეცანით და შევიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების  მეთოდები.როგორ გავუწიო  ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში. როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Sunday, 4 November 2018

ტრენინგის მე-7 დღე


     ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით, თუ  როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები, 21-ე საუკუნის  და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის პროექტზე მუშაობისას.  ამ რუბრიკების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ  საკუთარი თავის შეფასებას, რაც დამეხმარება პროექტის ეფექტურად წარმართვაში. 

Saturday, 3 November 2018

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია



  ტრენინგის მეექვსე დღე პრაქტიკულად  დატვირთული  იყო. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც დამეხმარება, სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაზე.  ავტვირთედ და ჩავაშენეთ ბლოგში. Poverpoint-ში შევქმენით ჩვენი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია.

პრეზენტაცია ,,გადამდები დაავადებები"

Saturday, 27 October 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეხუთე დღეს  განვიხილეთ  ერთმანეთის  სასწავლო პროექტის ნიმუშები. აგრეთვე ტექნოლოგიების გამოყენებით როგორ მივცეთ უკუკავშირი.გავეცანით და განვიხილეთ  საავტორო უფლებების გამოყენების წესები, შევქმენით ბიბლიოგრაფია, გავეცანი ინტერნეტრესურსებს, რომელსაც გამოვიყენებ კვლევაში. 

Sunday, 21 October 2018

მეოთხე დღის რეფლექსია


  ტრენინგის მეოთხე დღეს გავეცანი შეფასებას, რა მნიშვნელობა აქვს შეფასებს. შევადგინე შეფასების ინსტრუმენტები. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები. შევადგინე დროში გაწერილი შეფასების გეგმა.

Sunday, 14 October 2018

მეორი დღის რეფლექსია


       
      ტრენინგის  მეორე დღე უფრო საინტერესო იყო ჩემთვის. ერთმანეთს გავუზიარეთ  განსახორციელებელი პროექტის მონახაზები, ერთმანეთს მივეცით რჩევები. ვისწავლეთ word -ში  ფლაიერის და  ბუკლეტის შექმნა, რომელსაც გამოვიყენებ  და გამოვაყენებინებ მოსწავლეებს პროექტებით სწავლების დროს.

Saturday, 13 October 2018

პირველი დღის რეფლექსია

 

   ტრენინგის პირველი დღე საინტერესოდ წარიმართა.   ტრენინგი იყო აქტიური და დატვირთული,  მოვისმინე და გავიგე როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემო.  პროექტების სწავლებით, როგორ გავზარდო  სასწალო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.  როგორ დაეხმარება პროექტები მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.  თითოეული მოდულის მასალის შესანახად შევქმენი საქაღალდეები,გავეცანი გეგმის შაბლონს, შევქმენი ბლოგი.